понедельник, 8 декабря 2014 г.

მეცხრე დღე:
 ჩვენი პროექტის გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე.
ინტელის ტრენინგი იყო მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო.
 ასეთი  სახელმძღვანელო შექმნა ნამდვილად დიდი დახმარება იყო მასწავლებლებისთვის. ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ცოტა ბუნდოვანი იყო ჩვენთვის
ახლა გასაგები გახდა. იმედი მაქვს ეს ტრენინგი დამეხმარება სქემაში წარმატებით ჩართვაში.
       სახელმძღვანელოს რესურსების ნაწილი არის ასევე ძალიან მრავალფეროვანი.
მზა პროექტებმა დიდი დახმარება გაგვიწია.
      ახალი იყო ჩვენთვის ჩეკლისტები, რომელიც ძალიან მოგვეწონა და მიმაჩნია, რომ ეს არის გზამკვლევი, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისათვის.
     ტრენინგები წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის ყველაზე კომპეტენტურ , კომუნიკაბელურ და არაჩვეულებრივ ადამიანს .....ხათუნა ციხელაშვილს.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც დაგეგმეს ეს ტრენინგი.

воскресенье, 7 декабря 2014 г.

суббота, 6 декабря 2014 г.

მეშვიდე დღე
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დავათვალიერეთ ნიმუშები, გავარჩიეთ რესურსებში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და პროექტის ჩეკლისტები.
დავადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ჩეკლისტები და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. პრეზენტაციებში ბმულის ჩამატება ვისწავლეთ.
ბლოგებში ვისწავლეთ გვერდების დამატება.....დიზაინის შეცვლა.....
დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყოოოოო....

понедельник, 1 декабря 2014 г.

მეოთხე დღე:პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩო. გავაკეთეთ თვითშფასების რუბრიკა. მოვამზადეთ პრეზენტაციები, გავაზიარეთ და მოვახდინეთ საკუთარი პორტფოლიოების პრეზენტირება.......................მადლობა საინტერესო დღისთვის. ყველა ეს აქტივობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.......

суббота, 29 ноября 2014 г.

მეორე დღე :
პირველი მოდული დავასრულეთ და შევაჯამეთ.
გავეცანით მეორე მოდულის ამოცანებს. ვისაუბრეთ პროექტის  ბუკლეტის მნიშვნელობაზე.
 შევქმენით ბუკლეტი ჯერ ფურცელზე და შევინახეთ ფაილში. ეროვნული სასწავლო გეგმიდან პროექტს შევუსაბამეთ სტანდარტი და ჩავსვით პროექტის შაბლონში.
    ყველა ჩამოთვლილი აქტივობა მნიშვნელოვანი იყო პროექტზე მუშაობის პროცესში.

пятница, 28 ноября 2014 г.

პირველი დღე

დღეს შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოსთვის ფაილები და შევინახეთ.
განვსაზღვრეთ პროექტის გეგმა და შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმის ფაილში.
გავარჩიეთ პროექტის ჩეკლისტი და ასევე შევინახეთ.
გავეცანით და გავარჩიეთ ,, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები"
ახალი ბლოგი შევქმენით სახელწოდებით ,,ინტელის ძირითადი კურსი"
მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროექტის სპეციფიკაზე მუშაობა.
გმადლობთ.